четверг, 19 декабря 2019 г.


ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
საგანი - მუსიკა
მასწავლებელი---პირიმზე კაპანაძე კლასი - IV
გაკვეთილის
თემატიკა
სთ.-ბა
ჩატარების
დრო
                  რესურსები
მიზნები და ამოცანები

შეფასება
შენიშვნა
პირველი ქართული ანიმაციის ,,არგონავტები ჩვენება
1/3
მეორე თავის 1 გაკვეთ
კომპიუტერი,პროექტორი,
ვიდეო youtube-დან
https://www.youtube.com/watch?v=DzeZsNz7J84

მოსწავლე უყურებს ანიმაციურ ფილმს ,,არგონავტები“ და შეძლებს დაასახელოს პერსონაჟები და ანიმაციის შინაარსი

განმავითარებელი შეფასება, ზეპირი კომენტარი, ურთიერთშეფასება, თვითშეფასება


მუსიკალური ფრაგმენტის მიხედვით განწყობის გადმოცემა
1/3
იგივე თარიღი
კომპიუტერი,პროექტორი,ვიდეო youtube-დან
https://www.youtube.com/watch?v=hiGBEUDYPKY



მოსწავლე მოისმენს ორ ნაწყვეტს ანიმაციიდან ,,ბემბი“ და არწერს რა შეიძლება ხდებოდეს ამ დროს კადრში
   

განმავითარებელი შეფასება, ზეპირი კომენტარი, ურთიერთშეფასება, თვითშეფასება


ანიმაციის ჩვენება და ამოცნობა. მუსიკალური ფრაგმენტის წამღერება
1/3
იგივე რიცხვი
კომპიუტერი,პროექტორი,ვიდეო youtube-დან
https://www.youtube.com/watch?v=OgaW5y874Ao
მოსწავლე კადრებით ამოიცნობს ნაჩვენებ მულტფილმს და წაიმღერებს რომელიმე ფრაგმენტის მელოდიას

განმავითარებელი შეფასება, ზეპირი კომენტარი, ურთიერთშეფასება, თვითშეფასება





     გაკვეთილის მსვლელობა:
აქტივობა #1.
პირველი ქართული ანიმაციის ,,არგონავრტების“ ჩვენება. პასუხი შეკითხვებზე და დასკვნის გამოტანა.
      აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრება ნანახი ვიდეოდან და მსჯელობა საკითხის ირგვლივ.
 კავშირი ესგ-თან  მუს.დაწყ.(I).4,5,6,  როგორ იქმნება მხატვრული სახეები საყმაწვილო კინოში.
გამოყენების ინსტრუქცია: მასწავლებელი სვამს შეკითხვებს წიგნიდან:
·        რომელ წელს შეიქმნა პირველი ანიმაცია,
·        ვინ შექმნა იგი,
·        რომელ წელს შეიქმნა პირველი ქართული ანიმაცია
·        ვინ იყო რეჟისორი? მხატვარი?
·        რა ისტორიას მოგვითხრობს იგი
აქტივობა #2
მოსწავლეები ნახავენ ორ უკადრო ფრაგმენტს ანიმაციური ფილმიდან ,,ბემბი“ და გამოიცნობენ როგორ განწყობას გადმოსცემს თითოეული, შემდეგ ნახავენ კადრებიან ფრაგმენტებს და შეადარებენ საკუთარ ვარაუდთან.
აქტივობის მიზანი:  მუსიკის ტემპის ,რიტმის, მუსიკალური ინტონაციების მიხედვით, განწყობის გამოცნობა, შემოქმედებითი უნარების განივითარება კავშირი ესგ-სთან  მუს.დაწყ.(I).4.მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენისცალკეული ელემენტების( მაგ.რიტმის, ტემპის,მელოდიის, და ა.შ)როლის განსაზღვრა;
აქტივობა #3
ქართული ანიმაციური ფილმიდან ,,მტრობა“ კადრების ჩვენება და მოსწავლეთა მიერ ფილმის დასახელება მუსიკალური ფრაგმენტის წამღერება
 აქტივობის მიზანი: ინფორმაციის დახარისხების შედარებით მსგავსება-განსხვავების  უნარ-ჩვევების განბითარება, მელოდიის დამახსოვრებისა და განმეორების შესწავლა.
ესგ მუს. დაწყ.(I).6 ხალხური მუსიკის თავისებურებების ამოცნობა .
დავალება მოიძიონ ინფორმაცია ანიმაციური ფილმის ,,მტრობა“  შესატყვისი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის შესახებ, უყურონ ფილმს და დაწერონ  მცირე ესე მათ შორის მსგავება - განსხვავების თაობაზე.





რეფლექსია

   საგანში მუსიკა ,კლასი მე-4 ჩავატარე პროგრამული გაკვეთილი, მუსიკის როლი ანიმაციაში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. გაკვეთილი დავგეგმე ესგ -ის შესაბამისად. გაკვეთილის გათვალისწინებულ მიზანზე გასვლა არ გამჭირვებია, რადგან მოსწავლეებისათვის შეთავაზებული ვიდეოკადრები სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა, ინტერნეტ რესურსი დამესმარა მოსწავლეთათვის შესასწავლი საკითხების უკეთ გააზრება გაგებასა და ვიზუალურ აღქმაში. ფოკუსირებულად ვაკვირდებოდი ისეთ აუცილებელ უნარ-ჩვევებს როგორიცაა: სასწავლო პროცესში ჩართულობა ვიზუალური ინფორმაციის ვერბალურ ფორმატში გადაყვანა ცოდნის ტრანსფერი, მელოდიის განმეორება და სხვა. ისტის ეფექტურად გამოყენაბისთვის ვგეგმავ გავეცნო შესაბამის ლიტერატურას და მსგავსი გაკვეთილები აქტიურად ჩავრთო სასკოლო პრაქტიკაში.





1
















понедельник, 16 декабря 2019 г.

                       სოციალური პროექტი
პროექტის დასახელება ,,მუსიკალური საკრავები’’
სკოლა სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლა
პროექტის ავტორი :  პირიმზე კაპანაძე
პროექტში მონაწილენი: IV კლასი
საგანი მუსიკა
მოსწავლეთ რაოდენობა 7
პროექტის ხანგრძლივობა:  1 კვირა
პროექტის განხორციელების პერიოდი: -19.11.2019.27.11.2019/
პროექტის აღწერა: ქართული ხალხური სამუსიკო კულტურა სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის, რაზეც მიუთითებს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული გათხრები და ამის შედეგად ნაპოვნი სხვადასხვა მუსიკალური საკრავები.მათ შორის უძველესია მცხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სალამური,ჩანგი, რომელიც ძვ-აღ-ით VI საუკუნეშია აღმოჩენილია.სიმებიანი საკრავებიდან შემორჩენილია ფანდური აღმოსავლეთ და ჩონგური დასავლეთ საქართველოში.მოსწავლეები გაეცნობიან ქართულ ხალხურ საკრავებს,მოიძიებენ ინფორმაცია და კიდევ ერთხელ გაიაზრებენ მუსიკის და მუსიკალური ინსტრუმენტების დიდ როლს ადამიანის სულიერი განვითარების საკითხში.
აკადემიური მიზნები ესგ-ს მიხედვით: მუს.IV.1. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტების გამოყენება იმპროვიზაციულ სავარჯიშოებში. შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
• მღერის უახლოეს ბგერებს ტონიკის გარშემო (ტონიკური ბგერის შემომღერება);
• სიმღერით იმეორებს ინტერვალებს კვინტის ფარგლებში;
• ნაცნობ მელოდიას შეურჩევს ტექსტს;
• მუს.IV.7. მოსწავლეს შეუძლია საუბარი მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების შესახებ.
• შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:

o მუსიკის მოსმენის დროს ასრულებს სხვადასხვა დავალებას - მიანიშნებს ნაცნობი საკრავის, ვოკალის შემოსვლას;
o ამოიცნობს ადრე მოსმენილი ნაწარმოებების ფრაგმენტებს;
o ასხვავებს ვოკალურ და ინსტრუმენტულ ტემბრებს;
დაგეგმილი საქმიანობები:
პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის თემას,გაიმართება საუბრები მუსიკის როლზე ადამიანის ცხოვრებაში,შემდეგ მოსწავლეებს დაევალებათ ინფორმაციის მოძიება ქართულ მუსიკალურ საკრავებზე,შეისწავლიან საკრავის წარმოშობის და განვითარების ისტორიას,მოამზადებენ პრეზენტაციას,პროექტის დასასრულს ჩატარდება აქტივობა სადაც მოსწავლეები მოისმენენ სხვადასხვა საკრავის ჟღერადობას და შეეცდებიან გამოაიცნონ ისინი.
მოსალოდნელი შედეგები:  პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს აუმაღლდებათ ცნობიერება,გაეცნობიან მუსიკალური საკრავების ისტორიას,გაუჩნდებათ მოტივაცია,განუვითარდებათ XXI საუკუნის უნარები:კომუნიკაცისს,თანამშრომლობის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
პროექტის გეგმა/განრიგი:
1. მოსწავლეებისათვის პროექტის თემის გაცნობა,საუბრები მუსიკის ირგვლივ (1 დღე) 2.მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს მუსიკალურ საკრავებზე,თითიეულ მოსწავლეს დაევალება რომელიმე კონკრეტული მუსიკალურ საკრავზე ინფორმაციის მოძიება (2 დღე)
3.მუსიკალური საკრავებზე ისტორიების
ჩანიშვნა ჩანაწერების დღიურში და წინა საპრეზენტაციო მიმოხილვა (1 დღე)
4. აქტივობა "ჩემი მელოდია" მოსწავლეების მოიმენე ფრაგმენტებს სახვადასხვა საკრავებისჟღერადობით და გამოაიცნობენ მათ. (1 დღე)
5. თითოეული მოსწავლე წარმოადგენს პრეზენტაციას სლაიდების სახით. (2 დღე)
რესურსი: ინტერნეტი,კომპიუტერი,ფერადი ფანქრები,ფურცლები,ჩანაწერების დღიური
პროექტის ბოლოს მოსწავლის თვითშეფასების სქემა რა იყო       





суббота, 14 декабря 2019 г.

სოციალური პროექტი- ,, ერთად ვაკეთოთ სიკეთე ‘’
სოციალური პროექტის ხელმძღვანელი პირიმზე კაპანაძე
კლასი VII. VIII
სკოლა სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლა
პროექტის თემა,,ერთად ვაკეთოთ სიკეთე’’
განხორციელების ვადები10 დღე
მოსწავლეები განავითარებენაზროვნების მაღალი დონეებს : დაგეგმვა , ორგანიზება , თანამშრომლობა, პრეზენტაცია.
პროექტის მიზანი
●სოფელ სულორში მცხოვრები ადამიანების , რომლებსაც სოციალურად უჭირთ და აქვთ აგრეთვე რთული პირობები, ასეთი ოჯახების მატერიალურად დახმარება.
● მოსწავლეებში სოციალური პასუხისმგებლობის უნარის გამოვლენა და განვითარება.
● პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ინტერვენციების ფარგლებში, მოსწავლეთა სოციალური და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
სამიზნე ჯგუფისოფელში მცხოვრები სოციალურად გაჭირვებული ოჯახი.
პრობლემის/პროექტის აქტუალურობა 
მძიმე სოციალური პირობები , სამწუხაროდ არა მხოლოდ ჩვენი სოფლის, არამედ მთელი ქვეყნის პრობლემაა, რაც ნეგატიურად აისახება ადამიანზე საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. სამწუხაროდ, ძალიან ხშირია გულცივობის ფაქტები. ჩვენ ირგვლივ უამრავი მშიერი ბავშვი ცხოვრობს, თუმცა ძალიან იშვიათად თუ ვაიძულებთ თავს, რომ მათი
ცხოვრებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში გარკვეული წვლილი შევიტანოთ. ჩვენ ხშირად სახელმწიფოს ვადანაშაულებთ იმაში, რომ ადამიანები უბრალოდ შიმშილობენ და ლუკმა-პური არ აქვთ და არც ეს მოსაზრებაა აზრს მოკლებული, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თავადაც უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ იმით მაინც დავეხმაროთ ერთმანეთს, რისი საშუალებაც გაგვაჩნია ,მაგ. ტანსაცმლით ,საკვებით თუ სულიერი გამხნევებით ,აღნიშნული პროექტი კი სწორედ მიზნად ისახავს , რომ მოსწავლეებს თავიდანვე განვუვითაროთ ურთიერთდახმარებისა და ერთმანეთის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის უნარები ,ვესაუბროთ მათ ხშირად ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც ძალიან უჭირთ და გამოუვალ მდგომარეობაში არიან .ვასწავლოთ მათ ,რომ გაჭირვებულ ადამიანებს ,თუ როგორ გავუწოდოთ დახმარების ხელი.
პროექტის აქტუალურობა პროექტი აქტუალურია იმიტომ, რომ მას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი და სამომავლოდ შევეცდებით, რომ სიკეთის კეთებაში სხვა კლასების მოსწავლეებიც აქტიურად ჩავრთოთ, რათა გაჭირვებული თანასოფლელისთვის დახმარების გაწევა ჩამოყალიბდეს ერთგვარ კულტურად. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი მიზნად ისახავს ბავშვებში სოციალური უნარების განვითარებას, მისი მთავარი და აგრეთვე მნიშვნელოვანი ის არის , რომ ინტერვენციების დაგეგმა-განხორციელების განმავლობაში, მოსწავლეები სხვადასხვა შემოქმედებით უნარებს განავითარებენ, რაც მათ აუცილებლად გამოადგებათ ცხოვრების მანძილზე.
თემის შინაარსი  :პროექტის განხორციელების პერიოდში მოსწავლეები იხელმძღვანელებენ სხვადასხვა რესურსებით, რათა ეფექტურად შეძლონ მიზნის მიღწევა. შეიქმნება დახურული ჯგუფი, სადაც განთავსდება პროექტის მიმდინარეობისას განხორციელებული აქტივობები ,თუ პროდუქტები. მოსწავლეები პროექტის განმავლობაში მოიძიებენ საინტერესო ინფორმაციებსა და სტატისტიკურ მონაცემებს სოფელში მცხოვრები სოციალურად გაჭირვებული ოჯახების რაოდენობის შესახებ. გამოკითხავენ მოსახლეობას, სოფლის გამგებელს და მიღებულ ინფორმაციას დაახარისხებენ, დადებენ დასკვნას, რომლის შემდეგაც დაგეგმავენ და განახორციელებენ ინტერვენციებს. საბოლოო შედეგს კი ღონისძიებაზე წარმოადგენენ სიუჟეტისა და ელექტრონული პრეზენტაციისა. ღონისძიებაზე კი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ძველი ქართული, ხალხური და თანამედროვე სიმღერები მოწვეულები
იქნებიან სოციალურად გაჭირვებული ოჯახები, რომლებსაც იქვე გადაეცემათ ტანსაცმელი , ტკბილეული და პირველადი მოხმარების საგნები.
შესაძლო რისკები, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის განხორციელებას.
● მოსწავლეთა ნაწილის დაბალი მოტივაცია და ნაკლები მზაობა.
● სოფლის განმგებლის პასიურობა და არასაკმარისი ჩართულობა.
●სოციალურად გაჭირვებული ოჯახების მხრიდან ნაკლები გულახდილობა და გახსნილობა.
● ტექნიკური რესურსების გაუმართაობა ღონისძიების დაგეგმვა/განხორციელებისას.
დიფერენცირებული სწავლება
მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და წყვილებად მათი შესაძლებლობების, ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები: ვთხოვ მოსწავლეებს, რომ დამოუკიდებლად იმსჯელონ. წარმოადგინონ პრობლემის მოგვარების თავიანთი ხედვა. იზრუნონ ფუნქცია/მოვალეობათა დელეგირებაზე და გათვალონ შესაძლო რისკ-ფაქტორები. განიხილონ ინტერვენციების ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები და მათი ეფექტურობა. მოიძიონ და შეარჩიონ საჭირო რესურსები. სცადონ მოძიებული და მოპოვებული ინფორმაციების დახარისხება. დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, თუ ვის დაევალოს სამიზნე სტრუქტურებთან.
დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები: ვთხოვ მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების პროცესში და ხელი შეუწყონ თანაკლასელებს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში. რესურსების მოძიებაში. ვთხოვ მათ, რომ იყვნენ ზედამხედველები ამ საქმეში. გარდა ამისა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ფლაერების დარიგებაში.
ინტერვენციები/აქტივობები : 
● პრობლემის იდენტიფიცირება და მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა.
● სამუშაო ჯგუფების შექმნა და ფუნქციათა დელეგირება.
● საჭირო რესურსების მოძიება/ორგანიზება. პროექტის ფარგლებში სათანამშრომლოდ კონკრეტული სტრუქტურების შერჩევა.
●სკოლის ადმინისტრაციისთვის პროექტის იდეის გაცნობა და მათი მზაობის განსაზღვრა.
ინტერვენციები/აქტივობები 
პირველი ჯგუფი.
● ინტერვიუს კითხვების შედგენა.
● საჭირო სტრუქტურებთან ინტერვიუს მიზნით. გარდა ამისა მოხდება შესაბამისი ფინანსური, თუ ადამიანური რესურსით მხარდაჭერის მიზნითაც.
●ინტერვიუ მოსახელეობასთან (სამიზნე ჯგუფთან) სოფლის გამგებელთან.
● ღონისძიებაზე შესასრულებელი სიმღერების მოძიება და სცენარის შექმნა.
● პროექტის დასრულების შემდეგ წარმოსადგენ სავარაუდო პროდუქტთა ტიპების შერჩევა.
         მეორე ჯგუფი.
●გაჭირვებული ოჯახებისთვის გადასაცემი ტანსაცმლის შეგროვება და მათი დახარისხება.
● ინტერვიუ მოსახლეობასთან და მათთვის პროექტის მიზნის გაცნობა. მოსახლეობის ინფორმირება იმის შესახებ, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, შემოწირულობის სახით, თავიანთი წვლილი შეიტანონ თანასოფლელთა დახმარების საქმეში.
● ღონისძიებაზე შესასრულებელი სიმღერების ინტერნეტში მოძიება და
მასწავლებელთან ერთად მათი განხილვა.
● მოპოვებული მასალების(ფოტო, ვიდეო თვისობრივი, რაოდენობრივი) გაცნობა, გადახედვა და შერჩევა პრეზენტაციისთვის და ბროშურებისთვის.
● ,,power point“-ში პრეზენტაციის შექმნა. სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი ოჯახია სოფელში სოციალურად გაჭირვებული.
● საინფორმაციო ბროშურების დამზადება.
● ღონისძიების პრეზენტაცია.
●ღონისძიების ფარგლებში პროექტის წარდგენა სასკოლო თემისთვის და მოწვეული, სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის საჩუქრების გადაცემა.
● თაბახები
●მარკერები
●ფოტო/ვიდეო კამერა
●კომპიუტერი
●ინტერნეტი
●პროექტორი
●პრინტერი
●,,power point” პროგრამა
●აუდიო მაგნიტოფონი და მიკროფონი.
შეფასების ინსტრუმენტები თვითშეფასების კითხვარები, დღიურები, შეფასების რუბრიკები.
შეფასება განმავითარებელი


                                       სოციალური პროექტი
სოციალური პროექტის ავტორი პირიმზე კაპანაძე
ქალაქი ვანი
სკოლა სულორის საჯარო სკოლა
პროექტის დასახელება ,,ერთი სიმღერის კვალდაკვალ’’
პროექტის შინაარსი სულორის უხუცესთა ხალხური ანსამბლის ერთ-ერთ ცოცხალ წევრთან სტუმრობა. მისი სიმღერის ჩანაწერი ერთ ხმაში. იუთუბზე არსებობს ანსამბლის შესრულებული ამ სიმღერის ერთადერთი ვერსია. მოსწავლეთა მცდელობა იმღერონ მელოდია, რომლის დასრულების შემდეგ ჩაწერონ სანოტო ფორმით.
საგანი მუსიკა
საფეხური/კლასი  საბაზო საფეხური
განხორციელების ვადები 17.09.2019 -2209.2019
მოსწავლეთა ჩართულობა წინასწარი გამოკითხვით მოსწავლეთა უმეტესობისთვის ინფორმაცია სოციალური უნარების შესახებ იყო ახალი და უცნობი ამიტომ, დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ პროექტის მსვლელობაში.
საგნობრივი სტანდარტი მუს.VII.4. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა. მუს. VIII .1. მოსწავლეს შეუძლია იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა.
მეთოდური ორიენტირები სწავლა - სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას.
სწავლა - სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას
პროექტის ამოცანები
➢ პროექტის იდეების ,მიზნებისა და ამოცანების დამუშავება.
➢ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების ორგანიზება,
➢ სიმღერის დამუშავება;
➢ სანოტო ჩანაწერის მომზადება.
პროექტის მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ:
➢ სიმღერის მოსმენას , გააკეთებენ ჩანაწერს,
➢ განახორციელებენ ცოდნის ტრანსფერს;
➢ გამოუმუშავდებათ ემპათიის უნარი.
პროექტის აქტუალობა
სოფლის ანსამბლის მიერ შესრულებული უნიკალური სიმღერები არ არის ჩაწერილი ნოტებზე. ისინი ზეპირი მეხსიერებით გადადიოდა თაობიდან თაობაზე. ამიტომ მათი ჩაწერა საშვილიშვილო საქმეა. თანაც მზრუნველობისა და პატივისცემის ფაქტი მნიშვნელოვანია, როგორც ბაბუების თაობებისთვის ,ასევე მოსწავლეებისათვის.
მოსალოდნელი შედეგები
✓ მოსწავლეები ისწავლიან უფროსების ღვაწლის დაფასებას, გაუჩნდებათ ემპათიის უნარი;
✓ მოსწავლეები შეძლებენ სოციალური უნარების განვითარებას სასკოლო პროგრამების დაძლევის პარალელურად.
✓ შეძლებენ პოზიტიური ურთიერთობების დამყარებას პედაგოგებთან და თანატოლებთან.
✓ დარწმუნდებიან საკუთარ შესაძლებლობაში და მუდმივად იზრუნებენ მის გაუმჯობესებაზე.
მოსწავლეთა ცოდნის ასაკის, ინტერესებისა და გამოცდილების გათვალისწინება.
მოსწავლეები იცნობენ ხალხურ საკრავებს, მოსმენილი აქვთ ხალხური სიმღერები. იციან ნოტების ჩაწერა. ეს პროექტი შესაძლებელია მათი ცოდნის და გამოცდილების შესაბამისად განხორციელდეს.
სოციალური პროექტისთვის საჭირო რესურსი:
კომპიუტერი, ტელეფონი, ფორმატის ქაღალდი, ფანდური, სანოტო რვეული, ფანქარი ,საშლელი
შეფასება და მონიტორინგიპროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდებიშეფასების საშუალება/ინსტრუმენტები
პროექტის დასაწყისშიფრონტალური კითხვები, ვერბალური შეფასება ვერბალური კომუნიკაცია
პროექტის მსვლელობისას თვითშეფასება, ურთიერთშეფასება, რეფლექსია, დაკვირვება.
სახალისო სტიკერები, განმავითარებელი შეფასება
პროექტის დასრულების შემდეგთანატოლთა უკუკავშირი, პროექტის ხელმძღვანელისა და დაინტერესებული პედაგოგების უკუკავშირი. განმავითარებელი შეფასება. აპლოდისმენტები
შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტის მსვლელობისას ფასდება:
✓ მოსწავლეთა აქტიურობა/ ჩართულობა .
✓ ინფორმაციის მოძიების, ჯგუფური მუშაობის, მსჯელობის, პრეზენტაციის უნარ - ჩვევები, კომპიუტერული ტექნოლოგიების ფლობისა და გამოყენების უნარ - ჩვევები.
წინარე ცოდნა
ფლობს ციფრულტექნოლოგიებს, მოიძიებს ინფორმაციას, შეუძლია არგუმენტირებული მსჯელობა, იცნობს და იყენებს დისკუსიაში მონაწილეობის წესებს







                             სოციალური პროექტი
სოციალური პროექტის ავტორი პირიმზე კაპანაძე
ქალაქი ვანი
სკოლა სულორის საჯარო სკოლა
პროექტის დასახელება:  ,, სოციალური უნარების განვითარება მოსწავლეებში"
პროექტის შინაარსი
 მოსწავლეები მოიძიონ ინფორმაცი სოციალური უნარების შესახებ
გააკეთებენ პრეზენტაციას პროექტში მონაწილე ჯგუფისთვის.
 მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია სოციალური უნარების განვითარების შესახებ.
გააკეთებენ პრეზენტაციას პროექტში მონაწილე ჯგუფისთვის
 თემის ირგვლივ გაიმართება დისკუსია.
საგანიმუსიკა
საფეხური/კლასი საბაზო საფეხური ( VII- VIII – IX)
განხორციელების ვადები 20.09.2019. 27.092019
მოსწავლეთა ჩართულობა წინასწარი გამოკითხვით მოსწავლეთა უმეტესობისთვის ინფორმაცია სოციალური უნარების შესახებ იყო ახალი და უცნობი ამიტომ, დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ პროექტის მსვლელობაში.
საგნობრივი სტანდარტი: მუს.VII.4. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა.მუს. VIII .1. მოსწავლეს შეუძლია იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა.
მეთოდური ორიენტირები სწავლა - სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. სწავლა - სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას
პროექტის სასწავლო მიზნები :პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეთა ინფორმირებას სოციალური უნარების შესახებ. მიიღებენ ცოდნას სოციალური უნარების დასწავლის შესაძლებლობაზე, რაც საშუალებას მისცემს დაგეგმონ საკუთარი სწავლის პროცესი და იყვნენ წარმატებულები საზოგადოებრივ საქმიანობაში.
პროექტის აქტუალობა: პროექტის აქტუალობაზე შეიძლება ითქვას რომ სოციალური უნარები XXI საუკუნის სავიზიტო ბარათია. ამ უნარების ფლობა შესაძლბლობას იძლევა პოზიტიური , ადამიანური და პროფესიული ურთიერთობისთვის .ხელს უწყობს გენეტიკური უნარების რეალიზებას და პიროვნების წარმატებას ნებისმიერ საქმიანობაში
მოსალოდნელი შედეგები
 მოსწავლეები შეძლებენ სოციალური უნარების განვითარებას სასკოლო პროგრამების დაძლევის პარალელურად.
 შეძლებენ პოზიტიური ურთიერთობების დამყარებას პედაგოგებთან და თანატოლებთან.
 დარწმუნდებიან საკუთარ შესაძლებლობაში და მუდმივად იზრუნებენ მის გაუმჯობესებაზე.
მოსწავლეთა ცოდნის ასაკის, ინტერესებისა და გამოცდილების გათვალისწინება.
მოსწავლეები დაჯილდოვებულნი არიან მუდმივი ინტერესით, შეისწავლონ ახალი, განავითარონ არსებული უნარ- ჩვევები. საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი თვის კარგად წარმოჩენა, ამიტომაც ინტერესი პროექტის მიმართ დიდი იქნება. გარკვეულ გამოცდილებას სოციალური ურთიერთობების სფეროში ფლობენ ამიტომ, პროექტი დაეხმარება საკუთარი წარმოდგენის შეფასება - გადაფასებაში.
სოციალური პროექტისთვის საჭირო რესურსი:
კომპიუტერი, ტელეფონი, ფორმატის ქაღალდი, მარკერი, ცარცი, დაფა.
შეფასება და მონიტორინგი
პროექტის მსვლელობის ეტაპები  შეფასების მეთოდები შეფასების საშუალება/ინსტრუმენტები
პროექტის დასაწყისში ფრონტალური კითხვები,ვერბალური შეფასება ვერბალური კომუნიკაცია
 პროექტის მსვლელობისას თვითშეფასება, ურთიერთშეფასება, რეფლექსია, დაკვირვება.
სახალისო სტიკერები, განმავითარებელი შეფასება
პროექტის დასრულების შემდეგ: თანატოლთა უკუკავშირი, პროექტის ხელმძღვანელისა და დაინტერესებული პედაგოგების უკუკავშირი. განმავითარებელი შეფასება.
აპლოდისმენტები
შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტის მსვლელობისასპროექტის მსვლელობისას ფასდება:
 მოსწავლეთა აქტიურობა/ ჩართულობა .
 ინფორმაციის მოძიების, ჯგუფური მუშაობის, მსჯელობის, პრეზენტაციის უნარ - ჩვევები, კომპიუტერული ტექნოლოგიების ფლობისა და გამოყენების უნარ - ჩვევები.
წინარე ცოდნა
ფლობს ციფრულ ტექნოლოგიებს, მოიძიებს ინფორმაციას, შეუძლია არგუმენტირებული მსჯელობა, იცნობს და იყენებს დისკუსიაში მონაწილეობის წესებს








ქალაქ ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. სულორის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებლის, პირიმზე კაპანაძის სოციალური პროექტის გეგმა 
პროექტი: „ ვიმღეროთ ერთად ლამაზ სოფელში’’ 
კლასი  IV
მოსწავლეთა რაოდენობა  7
 პროექტის აქტუალობა 
პროექტი აქტუალურია ,რადგან მუსიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის განწყობის ,ემოციის ,ხასიათისა და პიროვნების სრულყოფილ განვითარებაში. პროექტი ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა : მოსწავლეებში თანამშრომლობითი და კეთილგანწყობილი ურთიერთობა, ურთიერთობის გამყარება სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან
 2 პროექტის მიზნები მოსწავლე შეძლებს
 ა) კომუნიკაციის უნარის განვითარებას სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან
 ბ) ტოლერანტობის და თანამშრომლობის უნარის განვითარებას
 გ) წარმოსახვითი აზროვნების განვითარებას.
 დ) პასუხისმგებლობის გაზიარებას მუშაობის პროცესში

3. საგნობრივი სტანდარტებიმუს. დაწყ.1.4.მოსწავლემ უ ნდა შეძლოს მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ. რიტმის ,ტემპის ,მელოდიის და ა.შ.) IV. მუს. დაწ.(1).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს ( მაგ: რიტმს, ტემპს მელოდიას და. ა. შ) , ხმაურსა და ვიზუალურ რიგს შორის ასოციაციური კავშირების გაბმა.
;4. პროექტის ამოცანები :1.საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და სკოლის მოსწავლეების ურთიერთობის განმტკიცება.
2. სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებით საუბრები, კონცერტის მოწყობა
5 პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები
აქტივობები ვადები
1 პროექტის გეგმის შემუშავება 11.11.2019
2 კონცერტის ჩატარება თემაზე :„ ვიმღეროთ ერთად ლამაზ სოფელში’’12/11/2019წ
3. საუბარი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან საბავშვო მუსიკის შესახებ. 13/11/2019წ
4. პროექტის შეფასება და თვითშეფასება. პრეზენტაციის გაკეთება თემაზე „ მუსიკის ზემოქმედება ‘ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.’














მუსიკის წრე ,,მუსიკის სამყარო“
საგანი   მუსიკა
წრის ხელმძღვანელი:  პირიმზე კაპანაძე
მიზნობრივი ჯგუფი : სულორის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები
კურსის ხანგრძლივობა  : I სემესტრი
წრის მუშაობის დაწყების და დასრულების დრო   : 08.10. - 29 .11.2019
გაკვეთილების ხანგრძლივობა  : 45 წუთი ( პარასკევი)
წრის მუშაობის მიზანი: წრის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას, ასევე მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას , ესგ-ის მოთხოვნის მიხედვით. მუსიკაში საწრეო მუშაობა საჭიროა მოსწავლეთათვის, იმისათვის რომ მეტი ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდეთ მუსიკალური ნაწარმოების აღქმის და გაანალიზების უნარ-ჩვევების განვითარებისათვის.
მოსალოდნელი შედეგი :მოსწავლეები შეძლებენ ცნობილი კომპოზიტორების ბიოგრაფიისა და შემოქმედების გაცნობას .გაანალიზებენ საოპერო ჟანრსა. გამიჯნავენ კლასიკურ და ხალხურ ფოლკლორს.ესგ -ის შესაბამისობა მუს.VIII.6.მოსწავლე შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების , ან მუსიკოსის შემოქმედება.
მუს.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოებების გაანალიზება.
მოკლე აღწერა: საწრეო მუშაობის დროს მოსწავლეები ეტაპობრივად გაეცნობიან ცნობილი კომპოზიტორების შემოქმედებას
მუსიკალურ ხელოვნების ნიმუშებში.მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებთან, რაც გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და თანამშრომლობით  უნარების განვითარებას.
საჭირო რესურსი:  ფურცლები.დამატებითი საკითხავი ტექსტები .კომპიუტერი
და სახელმძღვანელო კომპიუტერი .
                                            შეხვედრის განრიგი
N თვე დარიცხვი სამუშაო პროგრამა,  საკითხების ჩამონათვალი   მოკლე აღწერა
1.      08.10     საწრეო მიზნის გაცნობა
შეხვედრაზე მოსწავლეებს გავაცნობ
ჩვენი შეხვედრის
თემატიკას და მიზანს.
2.     15.10  იცნობთ თუ არა ჩვენიქვეყნის მუსიკალურკულტურას?
მოსწავლეებს გავაცნობ ჩვენი ქვეყნის
მუსიკალური კულტურას ვესაუბრები
ქართველ კომპოზიტორებზე.
3.   22.10     ქართული ხალხური  საკრავები
გავაცნობ ქართულ მუსიკალურ საკრავებს : დიპლიპიტოს, სალამურს, დოლს, ჩონგურს, ჩანგს, ფანდურს.
4.   29.10     ისტი-ს საშუალებით ქართული ხალხური კომპოზიციების გაცნობა
მოვიძიებ ისტ-ის ტექნოლოგიების საშუალებით ქართულ ხალხურ სიმღერებს , გავაცნობ მოსწავლეებს.ვიმსჯელებთ თითოეულ სიმღერაზე.მაგ. მრავალჟამიერი, ,,ლილე’’,, ჩელა’’,
გუთნური’’. რომლის შემდეგ შევავსებინებ ცხრილს .( რა სახისპოლიფონიაა, რომელი დიალექტია,როგორი ჟანრია).
5.   5.11  როდის ჩაისახა ქართული ოპერა
ვესაუბრები მოსწავლეებს ქართული ოპერისა და გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორების შესახებ.
6.  12.11 ზაქარია ფალიაშვილიშემოქმედების გაცნობა
გავაცნობ ქართველიკომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ბიოგრაფიასაშემოქმედებას.
7.  19.11ოპერა ,,აბესალომი და ეთერი“
ვესაუბრე ოპერის შესახებმოსწავლეებს და ვაჩვენე ნაწყვეტიოპერიდან.
8   22.11ოპერა „დაისი’
მოსწავლეებს ვაყურებინებ ოპერისნაწყვეტს ,,დაისი’’,რომლის დასრულების შემდეგ გაანალიზებენაღნიშნულ ოპერას.
9.   25.11 ვიქტორ დოლიძის შემოქმედება
მოსწავლეებს ვესაუბრე ვიქტორდოლიძის შემოქმედების შესახებ,მოვასმენინე ოპერა ,,ქეთო დაკოტე’’.
10    29.11  გაკვეთილის შეჯამება
მოსწავლეებთან ერთად შევაჯამე სემესტრის განმავლობაშიშესრულებული აქტივობები.

пятница, 13 декабря 2019 г.

                      სოციალური პროექტი
სოციალური პროექტის ავტორი :პირიმზე კაპანაძე

ქალაქი:ვანი

სკოლა: სულორის საჯარო
პროექტის დასახელება,,ბუნების ჰანგები“
პროექტის შინაარსი
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სახლში ჩაიწერენ ფრინველების ჭიკჭიკის ხმას, ამის შემდეგ დილით სკოლის ეზოში ყველა ჩაიწერს ფრინველთა გალობას, ერთად მოუსმენენ დაახარისხებენ და თავადაც შეეცდებიან სტვენით გაიმეორონ მოსმენილი მელოდია.
საგანი:  მუსიკა
საფეხური /კლასი        VII კლასი
განხორციელების ვადები    7.11.2019. 15.11.2019
მოსწავლეთა ჩართულობა
პროექტი განხორციელდება მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. თავად დაგეგმავენ პროექტის მიმდინარეობის ეტაპებს, საჭიროების შემთხვევაში თავად გააკეთებენ მოდიფიცირებას.
საგნობრივი სტანდარტი VII.1.მოსწავლეს შეუძლია იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა.VII .5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.VII.8. მოსწავლე აღიქვამსმუსიკას, როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას
პროექტის სასწავლო მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა აიმაღლოს ინფორმაციის მოძიების,დამუშავების, შედარება -დახარისხების ცოდნისტრანსფერის და სოციალური უნარ-ჩვევები. დაინახონ ბუნებაშიჰარმონია, შეიყვარონ და იზრუნონმის ბინადრებზე
პროექტის აქტუალობა
პროექტი აქტუალურია რადგანხელს უწყობს შემოქმედებითიუნარების გაუმჯობესებას,
მუსიკალური ბგერებით ტკბობას,სმენის უნარ - ჩვევებისჩამოყალიბებას, სასწავლო პროგრამის არასტანდარტულ სიტუაციაში შესწავლას. სწავლის ინოვაციური მეთოდის  უპირატესობის დანახვას
 მოსალოდნელი შედეგები :მოსწავლეები ინტერესით ჩაერთვებიან პროექტში. დაგეგმავენ და განახორციელებენ აქტივობას, შეძლებენ ურთიერთთანამშრომლობას.
მოსწავლეთა ცოდნის ასაკის ინტერესისა და  გამოცდილების გათვალისწინება :მოსწავლეები იცნობენ სხვადასხვა მუსიკალურ გამოცდილების გათვალისწინება ნაწარმოებს. აქვთ გამოცდილება მუსიკალური მელოდიების ამოცნობა/შედარების შესახებ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ბუნებაში შესრულებული ნებისმიერი აქტივობის მიმართ.
სოციალური პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსი :
ფორმატის ქაღალდი, მარკერი, კომპიუტერი ხმისჩამწერი მოწყობილობა/
ტელეფონი.



სოციალური პროექტი
საგანი -მუსიკა
სოციალური პროექტის დასახელება,, მუსიკა ჩვენს გარშემო“
სკოლა:სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სულორის საჯარო სკოლა
პროექტის ხელმძღვანელი პირიმზე კაპანაძე
საკონტაქტო ინფორმაცია 551 54 74 71
პროექტში მონაწილენი /რაოდენობა :V I II კლასის მოსწავლეები / 6
ვადები / ხანგრძლივობა :1 კვირა 23. 09.2019 -30.09.2019
რისკები : შესაძლოა პროექტს არ ეყოს გათვალისწინებული დრო.
პროექტის აქტუალურობავინაიდან დღესდღეობით პოპულარული გახდა უცხოური სხვადასხვა ჟანრის მუსიკა ,ვფიქრობ აუცილებელია წინ წამოიწიოს ქართული ფოლკლორის მიმართ პატივისცემა და ინტერესი .მნიშვნელოვანია ყველას ვაჩვენოთ და გავაცნოთ თუ რამდენად ღირებული და ფასეულია იგი.
აკადემიური მიზნები:
✓ მოსწავლეებს განუვითაროს სწორი შეფასების უნარი.
 ✓ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება.
✓ ინფორმაციის მოპოვების, დახარისხების და შესაბამისად გამოყენების უნარის განვითარება.
✓ ტექნოლოგიების გამოყენება როგორც ინფორმაციის მოძიების საშუალება.
აკადემიური აქტივობები: მუს.VIII.4.
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილება .შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე მონაწილეობს პროექტის პროექტის მიზნის განსაზღვრასა და დაგეგმვაში;
მოიძიებს მასალას, ქმნის რესურსს. მუს.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება. შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე : საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეული შთაბეჭდილებებზე.ძირითადი აქტივობები:
✓ პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე მასწავლებელი კლასს გააცნობს თემას და მოკლედ მიმოიხილავს მას.
✓ ჩამოყალიბდება სამოქმედო გეგმა,
✓ მოსწავლეები სხვადასხვა წყაროების გამოყენებით (ლიტერატურა, ინტერნეტი) მოიძიებენ ინფორმაციას ქართული ფოლკლორის შესახებ.
✓ თითოეული მოსწავლე გაეცნობა და შეისწავლის იმ კუთხის ფოლკლორულ შემოქმედებას, რომელთაც შემთხვევითობის პრინციპით აირჩევს. მაგიდაზე განთავსებული იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხის დასახელება.
✓ არჩეულ მაგიდაზე მოსწავლე მოამზადებს პრეზენტაციას.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები
✓ პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების და კრიტიკული აზროვნების უნარი.
✓ გამოუმუშავდებათ პრეზენტაციის უნარი
✓ მოახდენენ მიღებული ცოდნის რეალიზებას ცხოვრებაში.








среда, 11 декабря 2019 г.

სოციალური პროექტის ავტორი : ირიმზე კაპანაძე

სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლა
მიზნობრივი ჯგუფი      VII კლასი
პროექტის დასახელება     ,,რებუსი მუსიკით"
პროექტის შინაარსი
მუსიკალური ნოტების საშუალებით ტექსტის შექმნა
საგანი
მუსიკა
პროექტის განხორციელების ვადები
30.10 – 05.11
მოსწავლეთა ჩართულობა პროექტის იდეის განვითარება დაგეგმვაში განხორციელებაში
მუსიკალური ნოტების შესწავლისას ჯგუფში გაჩნდა იდეა, რომ რებუსი შედგენილიყო მუსიკალური ნოტების გამოყენებით. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი სიტყვები ჩეწერათ ნოტების საშუალებით. ბავშვებმა იმდენად მრავალფეროვანი დავალება მოიტანეს რომ მასწავლებელმა შესთავაზა სოციალური პროექტის განხორციელება.ისინი დიდი ხალისით ჩაერთვნენ ამ საქმიანობაში. საბოლოოდ გადაწყდა არსებული ,,მუსიკალური სიტყვებისაგან“ ტექსტი შეექმნათ იაკობ გოგებაშვილის დედაენის ფორმატით
საგნობრივი სტანდარტი
მუს.VII.1.
ოსწავლეს შეუძლია იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა.
მუს.VII.3.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა დავალების შესრულება მუსიკალურ -კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.
საგნის სწავლა - სწავლებისას , მოსწავლე ჩართული იქნება აქტივობებში, რომლებიც მას შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს.
სოციალური პროექტის მიზნები
სოციალური პროექტი პასუხობს ე.ს.გ. - ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ადეკვატურია იმ ღირებულებების რომელიც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებშია წარმოდგენილი. იგი ხელს უწყობს ინფორმაციის
გადაცემას, დაკვირვების, ანალიზის , აღმოჩენის გზით შემოქმედებითი უნარების განვითარებას, სოციალური კომუნიკაციის ჩვევების გამომუშავებას.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეებში გააღვიძებს საგნის შესწავლას ინტერესს აქტიურს გახდის ბავშვის გონებას და მის შემოქმედებით უნარს. ხელს შეუწყობს კრეატიული იდეების გენერირებას სწავლის ალტერნატიული შესაძლებლობის დანახვას .
მოსწავლეთა ცოდნა ასაკის ინტერესის და გამოცდილების გათვალისწინებით
მათ იციან ნოტების ჩაწერა, პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესი , სწავლა ინოვაციური მეთოდით .განხორციელდა ცოდნის ტრანსფერი.
შეფასება და მონიტორინგი
შეფასების მეთოდები
შფასების საშუალებები და ინსტრუმენტები
პროექტის მსვლელობის ეტაპები
პროექტის საწყისი ეტაპი
წინარე ცოდნის გააქტრიურება, ფრონტალური კითხვები
დაკვირვება
პროექტის მსვლელობა
მოსწავლეებმა ნოტებით ჩაწერეს სიტყვები და წინადადებები
თვითშეფასება ურთიერთშეფასება
პროექტის დასრულება
პრეზენტაცია
მასწავლებელი და მოსწავლე წარმოადგენენ დედაენის ფორმატში შესრულებულ სანოტო ჩანაწერს
კოლეგების უკუკავშირი
დასკვნა : პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებს გაუუმჯობესდებათ დაკვირვების, ინფორმაციის გადაცემის, ანალიზის , ცოდნის ტრანსფერისა და კომუნიკაციის უნარ - ჩვევები. პროექტის მიმდინარეობამ დამანახა ,რომ მოსწავლეები სწრაფად და ხალისით
იღებენ ინოვაციური მეთოდებით მიწოდებულ სასწავლო მასალას. კოლეგების მიერ ,,კრეატიულ იდეად“ შეფასებული პროექტი საინტერესო აღმოჩნდა მათთვის, და გაუჩნდათ იდეა თავადაც გამოეყენებინათ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში