пятница, 13 декабря 2019 г.

                      სოციალური პროექტი
სოციალური პროექტის ავტორი :პირიმზე კაპანაძე

ქალაქი:ვანი

სკოლა: სულორის საჯარო
პროექტის დასახელება,,ბუნების ჰანგები“
პროექტის შინაარსი
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სახლში ჩაიწერენ ფრინველების ჭიკჭიკის ხმას, ამის შემდეგ დილით სკოლის ეზოში ყველა ჩაიწერს ფრინველთა გალობას, ერთად მოუსმენენ დაახარისხებენ და თავადაც შეეცდებიან სტვენით გაიმეორონ მოსმენილი მელოდია.
საგანი:  მუსიკა
საფეხური /კლასი        VII კლასი
განხორციელების ვადები    7.11.2019. 15.11.2019
მოსწავლეთა ჩართულობა
პროექტი განხორციელდება მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. თავად დაგეგმავენ პროექტის მიმდინარეობის ეტაპებს, საჭიროების შემთხვევაში თავად გააკეთებენ მოდიფიცირებას.
საგნობრივი სტანდარტი VII.1.მოსწავლეს შეუძლია იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა.VII .5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.VII.8. მოსწავლე აღიქვამსმუსიკას, როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას
პროექტის სასწავლო მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა აიმაღლოს ინფორმაციის მოძიების,დამუშავების, შედარება -დახარისხების ცოდნისტრანსფერის და სოციალური უნარ-ჩვევები. დაინახონ ბუნებაშიჰარმონია, შეიყვარონ და იზრუნონმის ბინადრებზე
პროექტის აქტუალობა
პროექტი აქტუალურია რადგანხელს უწყობს შემოქმედებითიუნარების გაუმჯობესებას,
მუსიკალური ბგერებით ტკბობას,სმენის უნარ - ჩვევებისჩამოყალიბებას, სასწავლო პროგრამის არასტანდარტულ სიტუაციაში შესწავლას. სწავლის ინოვაციური მეთოდის  უპირატესობის დანახვას
 მოსალოდნელი შედეგები :მოსწავლეები ინტერესით ჩაერთვებიან პროექტში. დაგეგმავენ და განახორციელებენ აქტივობას, შეძლებენ ურთიერთთანამშრომლობას.
მოსწავლეთა ცოდნის ასაკის ინტერესისა და  გამოცდილების გათვალისწინება :მოსწავლეები იცნობენ სხვადასხვა მუსიკალურ გამოცდილების გათვალისწინება ნაწარმოებს. აქვთ გამოცდილება მუსიკალური მელოდიების ამოცნობა/შედარების შესახებ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ბუნებაში შესრულებული ნებისმიერი აქტივობის მიმართ.
სოციალური პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსი :
ფორმატის ქაღალდი, მარკერი, კომპიუტერი ხმისჩამწერი მოწყობილობა/
ტელეფონი.



Комментариев нет:

Отправить комментарий