понедельник, 16 декабря 2019 г.

                       სოციალური პროექტი
პროექტის დასახელება ,,მუსიკალური საკრავები’’
სკოლა სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლა
პროექტის ავტორი :  პირიმზე კაპანაძე
პროექტში მონაწილენი: IV კლასი
საგანი მუსიკა
მოსწავლეთ რაოდენობა 7
პროექტის ხანგრძლივობა:  1 კვირა
პროექტის განხორციელების პერიოდი: -19.11.2019.27.11.2019/
პროექტის აღწერა: ქართული ხალხური სამუსიკო კულტურა სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის, რაზეც მიუთითებს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული გათხრები და ამის შედეგად ნაპოვნი სხვადასხვა მუსიკალური საკრავები.მათ შორის უძველესია მცხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სალამური,ჩანგი, რომელიც ძვ-აღ-ით VI საუკუნეშია აღმოჩენილია.სიმებიანი საკრავებიდან შემორჩენილია ფანდური აღმოსავლეთ და ჩონგური დასავლეთ საქართველოში.მოსწავლეები გაეცნობიან ქართულ ხალხურ საკრავებს,მოიძიებენ ინფორმაცია და კიდევ ერთხელ გაიაზრებენ მუსიკის და მუსიკალური ინსტრუმენტების დიდ როლს ადამიანის სულიერი განვითარების საკითხში.
აკადემიური მიზნები ესგ-ს მიხედვით: მუს.IV.1. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტების გამოყენება იმპროვიზაციულ სავარჯიშოებში. შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
• მღერის უახლოეს ბგერებს ტონიკის გარშემო (ტონიკური ბგერის შემომღერება);
• სიმღერით იმეორებს ინტერვალებს კვინტის ფარგლებში;
• ნაცნობ მელოდიას შეურჩევს ტექსტს;
• მუს.IV.7. მოსწავლეს შეუძლია საუბარი მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების შესახებ.
• შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:

o მუსიკის მოსმენის დროს ასრულებს სხვადასხვა დავალებას - მიანიშნებს ნაცნობი საკრავის, ვოკალის შემოსვლას;
o ამოიცნობს ადრე მოსმენილი ნაწარმოებების ფრაგმენტებს;
o ასხვავებს ვოკალურ და ინსტრუმენტულ ტემბრებს;
დაგეგმილი საქმიანობები:
პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის თემას,გაიმართება საუბრები მუსიკის როლზე ადამიანის ცხოვრებაში,შემდეგ მოსწავლეებს დაევალებათ ინფორმაციის მოძიება ქართულ მუსიკალურ საკრავებზე,შეისწავლიან საკრავის წარმოშობის და განვითარების ისტორიას,მოამზადებენ პრეზენტაციას,პროექტის დასასრულს ჩატარდება აქტივობა სადაც მოსწავლეები მოისმენენ სხვადასხვა საკრავის ჟღერადობას და შეეცდებიან გამოაიცნონ ისინი.
მოსალოდნელი შედეგები:  პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს აუმაღლდებათ ცნობიერება,გაეცნობიან მუსიკალური საკრავების ისტორიას,გაუჩნდებათ მოტივაცია,განუვითარდებათ XXI საუკუნის უნარები:კომუნიკაცისს,თანამშრომლობის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
პროექტის გეგმა/განრიგი:
1. მოსწავლეებისათვის პროექტის თემის გაცნობა,საუბრები მუსიკის ირგვლივ (1 დღე) 2.მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს მუსიკალურ საკრავებზე,თითიეულ მოსწავლეს დაევალება რომელიმე კონკრეტული მუსიკალურ საკრავზე ინფორმაციის მოძიება (2 დღე)
3.მუსიკალური საკრავებზე ისტორიების
ჩანიშვნა ჩანაწერების დღიურში და წინა საპრეზენტაციო მიმოხილვა (1 დღე)
4. აქტივობა "ჩემი მელოდია" მოსწავლეების მოიმენე ფრაგმენტებს სახვადასხვა საკრავებისჟღერადობით და გამოაიცნობენ მათ. (1 დღე)
5. თითოეული მოსწავლე წარმოადგენს პრეზენტაციას სლაიდების სახით. (2 დღე)
რესურსი: ინტერნეტი,კომპიუტერი,ფერადი ფანქრები,ფურცლები,ჩანაწერების დღიური
პროექტის ბოლოს მოსწავლის თვითშეფასების სქემა რა იყო       





Комментариев нет:

Отправить комментарий