суббота, 14 декабря 2019 г.


ქალაქ ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. სულორის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებლის, პირიმზე კაპანაძის სოციალური პროექტის გეგმა 
პროექტი: „ ვიმღეროთ ერთად ლამაზ სოფელში’’ 
კლასი  IV
მოსწავლეთა რაოდენობა  7
 პროექტის აქტუალობა 
პროექტი აქტუალურია ,რადგან მუსიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის განწყობის ,ემოციის ,ხასიათისა და პიროვნების სრულყოფილ განვითარებაში. პროექტი ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა : მოსწავლეებში თანამშრომლობითი და კეთილგანწყობილი ურთიერთობა, ურთიერთობის გამყარება სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან
 2 პროექტის მიზნები მოსწავლე შეძლებს
 ა) კომუნიკაციის უნარის განვითარებას სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან
 ბ) ტოლერანტობის და თანამშრომლობის უნარის განვითარებას
 გ) წარმოსახვითი აზროვნების განვითარებას.
 დ) პასუხისმგებლობის გაზიარებას მუშაობის პროცესში

3. საგნობრივი სტანდარტებიმუს. დაწყ.1.4.მოსწავლემ უ ნდა შეძლოს მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ. რიტმის ,ტემპის ,მელოდიის და ა.შ.) IV. მუს. დაწ.(1).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს ( მაგ: რიტმს, ტემპს მელოდიას და. ა. შ) , ხმაურსა და ვიზუალურ რიგს შორის ასოციაციური კავშირების გაბმა.
;4. პროექტის ამოცანები :1.საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და სკოლის მოსწავლეების ურთიერთობის განმტკიცება.
2. სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებით საუბრები, კონცერტის მოწყობა
5 პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები
აქტივობები ვადები
1 პროექტის გეგმის შემუშავება 11.11.2019
2 კონცერტის ჩატარება თემაზე :„ ვიმღეროთ ერთად ლამაზ სოფელში’’12/11/2019წ
3. საუბარი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან საბავშვო მუსიკის შესახებ. 13/11/2019წ
4. პროექტის შეფასება და თვითშეფასება. პრეზენტაციის გაკეთება თემაზე „ მუსიკის ზემოქმედება ‘ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.’














Комментариев нет:

Отправить комментарий