четверг, 19 декабря 2019 г.


ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
საგანი - მუსიკა
მასწავლებელი---პირიმზე კაპანაძე კლასი - IV
გაკვეთილის
თემატიკა
სთ.-ბა
ჩატარების
დრო
                  რესურსები
მიზნები და ამოცანები

შეფასება
შენიშვნა
პირველი ქართული ანიმაციის ,,არგონავტები ჩვენება
1/3
მეორე თავის 1 გაკვეთ
კომპიუტერი,პროექტორი,
ვიდეო youtube-დან
https://www.youtube.com/watch?v=DzeZsNz7J84

მოსწავლე უყურებს ანიმაციურ ფილმს ,,არგონავტები“ და შეძლებს დაასახელოს პერსონაჟები და ანიმაციის შინაარსი

განმავითარებელი შეფასება, ზეპირი კომენტარი, ურთიერთშეფასება, თვითშეფასება


მუსიკალური ფრაგმენტის მიხედვით განწყობის გადმოცემა
1/3
იგივე თარიღი
კომპიუტერი,პროექტორი,ვიდეო youtube-დან
https://www.youtube.com/watch?v=hiGBEUDYPKY



მოსწავლე მოისმენს ორ ნაწყვეტს ანიმაციიდან ,,ბემბი“ და არწერს რა შეიძლება ხდებოდეს ამ დროს კადრში
   

განმავითარებელი შეფასება, ზეპირი კომენტარი, ურთიერთშეფასება, თვითშეფასება


ანიმაციის ჩვენება და ამოცნობა. მუსიკალური ფრაგმენტის წამღერება
1/3
იგივე რიცხვი
კომპიუტერი,პროექტორი,ვიდეო youtube-დან
https://www.youtube.com/watch?v=OgaW5y874Ao
მოსწავლე კადრებით ამოიცნობს ნაჩვენებ მულტფილმს და წაიმღერებს რომელიმე ფრაგმენტის მელოდიას

განმავითარებელი შეფასება, ზეპირი კომენტარი, ურთიერთშეფასება, თვითშეფასება





     გაკვეთილის მსვლელობა:
აქტივობა #1.
პირველი ქართული ანიმაციის ,,არგონავრტების“ ჩვენება. პასუხი შეკითხვებზე და დასკვნის გამოტანა.
      აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრება ნანახი ვიდეოდან და მსჯელობა საკითხის ირგვლივ.
 კავშირი ესგ-თან  მუს.დაწყ.(I).4,5,6,  როგორ იქმნება მხატვრული სახეები საყმაწვილო კინოში.
გამოყენების ინსტრუქცია: მასწავლებელი სვამს შეკითხვებს წიგნიდან:
·        რომელ წელს შეიქმნა პირველი ანიმაცია,
·        ვინ შექმნა იგი,
·        რომელ წელს შეიქმნა პირველი ქართული ანიმაცია
·        ვინ იყო რეჟისორი? მხატვარი?
·        რა ისტორიას მოგვითხრობს იგი
აქტივობა #2
მოსწავლეები ნახავენ ორ უკადრო ფრაგმენტს ანიმაციური ფილმიდან ,,ბემბი“ და გამოიცნობენ როგორ განწყობას გადმოსცემს თითოეული, შემდეგ ნახავენ კადრებიან ფრაგმენტებს და შეადარებენ საკუთარ ვარაუდთან.
აქტივობის მიზანი:  მუსიკის ტემპის ,რიტმის, მუსიკალური ინტონაციების მიხედვით, განწყობის გამოცნობა, შემოქმედებითი უნარების განივითარება კავშირი ესგ-სთან  მუს.დაწყ.(I).4.მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენისცალკეული ელემენტების( მაგ.რიტმის, ტემპის,მელოდიის, და ა.შ)როლის განსაზღვრა;
აქტივობა #3
ქართული ანიმაციური ფილმიდან ,,მტრობა“ კადრების ჩვენება და მოსწავლეთა მიერ ფილმის დასახელება მუსიკალური ფრაგმენტის წამღერება
 აქტივობის მიზანი: ინფორმაციის დახარისხების შედარებით მსგავსება-განსხვავების  უნარ-ჩვევების განბითარება, მელოდიის დამახსოვრებისა და განმეორების შესწავლა.
ესგ მუს. დაწყ.(I).6 ხალხური მუსიკის თავისებურებების ამოცნობა .
დავალება მოიძიონ ინფორმაცია ანიმაციური ფილმის ,,მტრობა“  შესატყვისი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის შესახებ, უყურონ ფილმს და დაწერონ  მცირე ესე მათ შორის მსგავება - განსხვავების თაობაზე.





რეფლექსია

   საგანში მუსიკა ,კლასი მე-4 ჩავატარე პროგრამული გაკვეთილი, მუსიკის როლი ანიმაციაში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. გაკვეთილი დავგეგმე ესგ -ის შესაბამისად. გაკვეთილის გათვალისწინებულ მიზანზე გასვლა არ გამჭირვებია, რადგან მოსწავლეებისათვის შეთავაზებული ვიდეოკადრები სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა, ინტერნეტ რესურსი დამესმარა მოსწავლეთათვის შესასწავლი საკითხების უკეთ გააზრება გაგებასა და ვიზუალურ აღქმაში. ფოკუსირებულად ვაკვირდებოდი ისეთ აუცილებელ უნარ-ჩვევებს როგორიცაა: სასწავლო პროცესში ჩართულობა ვიზუალური ინფორმაციის ვერბალურ ფორმატში გადაყვანა ცოდნის ტრანსფერი, მელოდიის განმეორება და სხვა. ისტის ეფექტურად გამოყენაბისთვის ვგეგმავ გავეცნო შესაბამის ლიტერატურას და მსგავსი გაკვეთილები აქტიურად ჩავრთო სასკოლო პრაქტიკაში.





1
















Комментариев нет:

Отправить комментарий