მუსიკის წრე ,,მუსიკის სამყარო“
საგანი მუსიკა
წრის ხელმძღვანელი: პირიმზე კაპანაძე
მიზნობრივი ჯგუფი : სულორის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები
კურსის ხანგრძლივობა : I სემესტრი
წრის მუშაობის დაწყების და დასრულების დრო : 08.10. - 29 .11.2019
გაკვეთილების ხანგრძლივობა : 45 წუთი ( პარასკევი)
წრის მუშაობის მიზანი: წრის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას, ასევე მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას , ესგ-ის მოთხოვნის მიხედვით. მუსიკაში საწრეო მუშაობა საჭიროა მოსწავლეთათვის, იმისათვის რომ მეტი ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდეთ მუსიკალური ნაწარმოების აღქმის და გაანალიზების უნარ-ჩვევების განვითარებისათვის.
მოსალოდნელი შედეგი :მოსწავლეები შეძლებენ ცნობილი კომპოზიტორების ბიოგრაფიისა და შემოქმედების გაცნობას .გაანალიზებენ საოპერო ჟანრსა. გამიჯნავენ კლასიკურ და ხალხურ ფოლკლორს.ესგ -ის შესაბამისობა მუს.VIII.6.მოსწავლე შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების , ან მუსიკოსის შემოქმედება.
მუს.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოებების გაანალიზება.
მოკლე აღწერა: საწრეო მუშაობის დროს მოსწავლეები ეტაპობრივად გაეცნობიან ცნობილი კომპოზიტორების შემოქმედებას
მუსიკალურ ხელოვნების ნიმუშებში.მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებთან, რაც გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და თანამშრომლობით უნარების განვითარებას.
საჭირო რესურსი: ფურცლები.დამატებითი საკითხავი ტექსტები .კომპიუტერი
და სახელმძღვანელო კომპიუტერი .
შეხვედრის განრიგი
N თვე დარიცხვი სამუშაო პროგრამა, საკითხების ჩამონათვალი მოკლე აღწერა
1. 08.10 საწრეო მიზნის გაცნობა
შეხვედრაზე მოსწავლეებს გავაცნობ
ჩვენი შეხვედრის
თემატიკას და მიზანს.
2. 15.10 იცნობთ თუ არა ჩვენიქვეყნის მუსიკალურკულტურას?
მოსწავლეებს გავაცნობ ჩვენი ქვეყნის
მუსიკალური კულტურას ვესაუბრები
ქართველ კომპოზიტორებზე.
3. 22.10 ქართული ხალხური საკრავები
გავაცნობ ქართულ მუსიკალურ საკრავებს : დიპლიპიტოს, სალამურს, დოლს, ჩონგურს, ჩანგს, ფანდურს.
4. 29.10 ისტი-ს საშუალებით ქართული ხალხური კომპოზიციების გაცნობა
მოვიძიებ ისტ-ის ტექნოლოგიების საშუალებით ქართულ ხალხურ სიმღერებს , გავაცნობ მოსწავლეებს.ვიმსჯელებთ თითოეულ სიმღერაზე.მაგ. მრავალჟამიერი, ,,ლილე’’,, ჩელა’’,
გუთნური’’. რომლის შემდეგ შევავსებინებ ცხრილს .( რა სახისპოლიფონიაა, რომელი დიალექტია,როგორი ჟანრია).
5. 5.11 როდის ჩაისახა ქართული ოპერა
ვესაუბრები მოსწავლეებს ქართული ოპერისა და გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორების შესახებ.
6. 12.11 ზაქარია ფალიაშვილიშემოქმედების გაცნობა
გავაცნობ ქართველიკომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ბიოგრაფიასაშემოქმედებას.
7. 19.11ოპერა ,,აბესალომი და ეთერი“
ვესაუბრე ოპერის შესახებმოსწავლეებს და ვაჩვენე ნაწყვეტიოპერიდან.
8 22.11ოპერა „დაისი’
’მოსწავლეებს ვაყურებინებ ოპერისნაწყვეტს ,,დაისი’’,რომლის დასრულების შემდეგ გაანალიზებენაღნიშნულ ოპერას.
9. 25.11 ვიქტორ დოლიძის შემოქმედება
მოსწავლეებს ვესაუბრე ვიქტორდოლიძის შემოქმედების შესახებ,მოვასმენინე ოპერა ,,ქეთო დაკოტე’’.
10 29.11 გაკვეთილის შეჯამება
მოსწავლეებთან ერთად შევაჯამე სემესტრის განმავლობაშიშესრულებული აქტივობები.
Комментариев нет:
Отправить комментарий