სოციალური პროექტი
პროექტის ავტორი პირიმზე კაპანაძე
ქალაქი : ვანი
სკოლა სსიპ სულორის საჯარო სკოლა
პროექტის სახელწოდება ,,ბულინგი მოზარდებში და მისი უარყოფითი შედეგები’’
პროექტის შინაარსი
პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებმა გაიაზრონ, რა იწვევს ჩაგვრას მოზარდებში, გააცნობიერონ ძალადობის გამომწვევი მიზეზები, ფიზიკური, ან ფსიქოლოგიური ტერორი სხვადასხვა ხასიათის პრობლემები, მოსალოდნელი შედეგები, მათი თავიდან აცილების გზები და თითოეული მოსწავლის პასუხისმგებლობის როლი.
საგანი მუსიკა
სამიზნე ჯგუფი მე-8 კლასი ,საბაზო საფეხური, მე-8 კლასში შემსვლელი მასწავლებლები
პროექტის განხორციელების ვადები:
15 10.2019-დან 25.10.2019
პროექტის განხორციელების გეგმა
ბულინგის შესახებ მონაცემების შეგროვება;
ძალადობის გამომწვევი მიზეზები მოზარდებში
მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
დასკვნის გამოტანა და პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა;
მოსწავლეთა ჩართულობა პროექტის იდეის განვითარებაში, დაგეგმვასა და განხორციელებაში
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ანაწილებს დავალებებს ჯგუფში - მონაცემთა შეგროვება.
Iჯგუფი : მოსწავლეები მუშაობენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ,კიბერბულინგის მავნე ჩვევებზე მოზარდებში .
.
მეორე ჯგუფი მუშაობს - აგრესია - ძალადობა ბავშვებში ,რა საფრთხეს უქმნის ქუჩა და მატერიალური გაჭირვება მოზარდებს.
მონაცემების დამუშავება და შეჯამება .მონაწილეობას იღებს მთელი ჯგუფი. ბულინგი - უარყოფითი შედეგები
. მოსწავლეები აკეთებენ დასკვნას და მუშაობენ პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაზე.
საგნობრივი სტანდარტი: მუს.VIII.4.მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა.
პროექტის სასწავლო მიზანი:
პროექტის მიზანია: მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას და ცოდნას ძალადობაზე , როგორც არატორელანტობის ერთ-ერთ გამოვლენაზე.
➢ გაეცნობიან ძალადობის სახეებს ,ტიპებს ,ფორმებს.
➢ მიიღებენ ცოდნას ძალადობრივი ქმედების მახასიათებლებზე და თავისებურებებზე.
➢ მონაწილენი შეძლებენ გაიაზრონ და შეაფასონ ქმედებების მიზეზები და ნეგატიური შედეგები,
➢ ამოიცნონ და წინააღმდეგობა გაუწიონ ბულინგს მათ გარემოში.
პროექტის აქტუალობა;
პროექტის აქტუალურობა განაპირობა იმან ,რომ მოზრდილთა უმეტესი ნაწილი განიცდის სოციალურ პრობლემებს, სიდუხჭირეს, მშობელთა გარკვეული ნაწილი მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით ემიგრაციაში არიან წასული , ბავშვები მოწყვეტილნი არიან მშობლების ყურადღებასა და სიყვარულს , ასევე მოზარდთა ერთი ნაწილი დიდ დროს ატარებს ქუჩაში და თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს.
მოსალოდნელი შედეგი:
მოსწავლეები შეძლებენ სათანადო ლიტერატურის მოძიებასა და დამუშავებას, ძალადობის შესახებ უყურებენ ფილმებს. ასევე შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას, პრობლემების გაცნობიერებასა და გადაჭრის გზების დასახვას.
დასკვნა
მოძიებული ინფორმაციების -ანალიზის შედეგად მოსწავლეებმა დაასკვნეს, რა უარყოფითი შედეგი მოაქვს აგრესიისა და დეპრესიულობის გაღვივებას მოზარდებში, როგორ იწვევს პიროვნების დეგრადაციას და მორალურ-ზნეობრივი ღირებულებების გადაფასებას. თუ როგორ უქმნის საფრთხეს აგრესია-ძალადობა როგორც მოზარდებს ასევე საზოგადოებას.
პრობლემის გადაჭრის გზები
მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ საჭიროა სკოლასა და ოჯახში ცნობიერების ამაღლება, სათანადო ლიტერატურისა და ფილმების ჩვენება აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით.
როლური თამაში , სოციალური უნარ-ჩვევების ,ჯგუფური სამუშაოებისა და ემპათიის უნარ-ჩვევების გამომუშავება ,პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მასწავლებლის, ფსიქოლოგისა და მშობლების ჩართულობა აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად.
პროექტის პრეზენტაცია
მოსწავლეები დაინტერესებული მასწავლებლებისა და მოსწავლეების წინაშე აკეთებენ პრეზენტაციას განხორციელებული პროექტის შესახებ. აკრავენ ფლიპჩარტს სადაც მოცემულია ძალადობა და მისი უარყოფითი შედეგები .
პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსი
ოთახი შეხვედრებისთვის, კომპიუტერი, თაბახის ფურცლები და სახვა საკანცელარიო მასალა. საჭირო ინტერნეტ და ბეჭდური ლიტერატურა. ფილმის ჩვენება ,,ნათელი წყვდიადი’’
Комментариев нет:
Отправить комментарий