суббота, 14 декабря 2019 г.

                                       სოციალური პროექტი
სოციალური პროექტის ავტორი პირიმზე კაპანაძე
ქალაქი ვანი
სკოლა სულორის საჯარო სკოლა
პროექტის დასახელება ,,ერთი სიმღერის კვალდაკვალ’’
პროექტის შინაარსი სულორის უხუცესთა ხალხური ანსამბლის ერთ-ერთ ცოცხალ წევრთან სტუმრობა. მისი სიმღერის ჩანაწერი ერთ ხმაში. იუთუბზე არსებობს ანსამბლის შესრულებული ამ სიმღერის ერთადერთი ვერსია. მოსწავლეთა მცდელობა იმღერონ მელოდია, რომლის დასრულების შემდეგ ჩაწერონ სანოტო ფორმით.
საგანი მუსიკა
საფეხური/კლასი  საბაზო საფეხური
განხორციელების ვადები 17.09.2019 -2209.2019
მოსწავლეთა ჩართულობა წინასწარი გამოკითხვით მოსწავლეთა უმეტესობისთვის ინფორმაცია სოციალური უნარების შესახებ იყო ახალი და უცნობი ამიტომ, დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ პროექტის მსვლელობაში.
საგნობრივი სტანდარტი მუს.VII.4. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა. მუს. VIII .1. მოსწავლეს შეუძლია იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა.
მეთოდური ორიენტირები სწავლა - სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას.
სწავლა - სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას
პროექტის ამოცანები
➢ პროექტის იდეების ,მიზნებისა და ამოცანების დამუშავება.
➢ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების ორგანიზება,
➢ სიმღერის დამუშავება;
➢ სანოტო ჩანაწერის მომზადება.
პროექტის მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ:
➢ სიმღერის მოსმენას , გააკეთებენ ჩანაწერს,
➢ განახორციელებენ ცოდნის ტრანსფერს;
➢ გამოუმუშავდებათ ემპათიის უნარი.
პროექტის აქტუალობა
სოფლის ანსამბლის მიერ შესრულებული უნიკალური სიმღერები არ არის ჩაწერილი ნოტებზე. ისინი ზეპირი მეხსიერებით გადადიოდა თაობიდან თაობაზე. ამიტომ მათი ჩაწერა საშვილიშვილო საქმეა. თანაც მზრუნველობისა და პატივისცემის ფაქტი მნიშვნელოვანია, როგორც ბაბუების თაობებისთვის ,ასევე მოსწავლეებისათვის.
მოსალოდნელი შედეგები
✓ მოსწავლეები ისწავლიან უფროსების ღვაწლის დაფასებას, გაუჩნდებათ ემპათიის უნარი;
✓ მოსწავლეები შეძლებენ სოციალური უნარების განვითარებას სასკოლო პროგრამების დაძლევის პარალელურად.
✓ შეძლებენ პოზიტიური ურთიერთობების დამყარებას პედაგოგებთან და თანატოლებთან.
✓ დარწმუნდებიან საკუთარ შესაძლებლობაში და მუდმივად იზრუნებენ მის გაუმჯობესებაზე.
მოსწავლეთა ცოდნის ასაკის, ინტერესებისა და გამოცდილების გათვალისწინება.
მოსწავლეები იცნობენ ხალხურ საკრავებს, მოსმენილი აქვთ ხალხური სიმღერები. იციან ნოტების ჩაწერა. ეს პროექტი შესაძლებელია მათი ცოდნის და გამოცდილების შესაბამისად განხორციელდეს.
სოციალური პროექტისთვის საჭირო რესურსი:
კომპიუტერი, ტელეფონი, ფორმატის ქაღალდი, ფანდური, სანოტო რვეული, ფანქარი ,საშლელი
შეფასება და მონიტორინგიპროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდებიშეფასების საშუალება/ინსტრუმენტები
პროექტის დასაწყისშიფრონტალური კითხვები, ვერბალური შეფასება ვერბალური კომუნიკაცია
პროექტის მსვლელობისას თვითშეფასება, ურთიერთშეფასება, რეფლექსია, დაკვირვება.
სახალისო სტიკერები, განმავითარებელი შეფასება
პროექტის დასრულების შემდეგთანატოლთა უკუკავშირი, პროექტის ხელმძღვანელისა და დაინტერესებული პედაგოგების უკუკავშირი. განმავითარებელი შეფასება. აპლოდისმენტები
შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტის მსვლელობისას ფასდება:
✓ მოსწავლეთა აქტიურობა/ ჩართულობა .
✓ ინფორმაციის მოძიების, ჯგუფური მუშაობის, მსჯელობის, პრეზენტაციის უნარ - ჩვევები, კომპიუტერული ტექნოლოგიების ფლობისა და გამოყენების უნარ - ჩვევები.
წინარე ცოდნა
ფლობს ციფრულტექნოლოგიებს, მოიძიებს ინფორმაციას, შეუძლია არგუმენტირებული მსჯელობა, იცნობს და იყენებს დისკუსიაში მონაწილეობის წესებს

Комментариев нет:

Отправить комментарий