суббота, 14 декабря 2019 г.








                             სოციალური პროექტი
სოციალური პროექტის ავტორი პირიმზე კაპანაძე
ქალაქი ვანი
სკოლა სულორის საჯარო სკოლა
პროექტის დასახელება:  ,, სოციალური უნარების განვითარება მოსწავლეებში"
პროექტის შინაარსი
 მოსწავლეები მოიძიონ ინფორმაცი სოციალური უნარების შესახებ
გააკეთებენ პრეზენტაციას პროექტში მონაწილე ჯგუფისთვის.
 მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია სოციალური უნარების განვითარების შესახებ.
გააკეთებენ პრეზენტაციას პროექტში მონაწილე ჯგუფისთვის
 თემის ირგვლივ გაიმართება დისკუსია.
საგანიმუსიკა
საფეხური/კლასი საბაზო საფეხური ( VII- VIII – IX)
განხორციელების ვადები 20.09.2019. 27.092019
მოსწავლეთა ჩართულობა წინასწარი გამოკითხვით მოსწავლეთა უმეტესობისთვის ინფორმაცია სოციალური უნარების შესახებ იყო ახალი და უცნობი ამიტომ, დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ პროექტის მსვლელობაში.
საგნობრივი სტანდარტი: მუს.VII.4. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა.მუს. VIII .1. მოსწავლეს შეუძლია იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა.
მეთოდური ორიენტირები სწავლა - სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. სწავლა - სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას
პროექტის სასწავლო მიზნები :პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეთა ინფორმირებას სოციალური უნარების შესახებ. მიიღებენ ცოდნას სოციალური უნარების დასწავლის შესაძლებლობაზე, რაც საშუალებას მისცემს დაგეგმონ საკუთარი სწავლის პროცესი და იყვნენ წარმატებულები საზოგადოებრივ საქმიანობაში.
პროექტის აქტუალობა: პროექტის აქტუალობაზე შეიძლება ითქვას რომ სოციალური უნარები XXI საუკუნის სავიზიტო ბარათია. ამ უნარების ფლობა შესაძლბლობას იძლევა პოზიტიური , ადამიანური და პროფესიული ურთიერთობისთვის .ხელს უწყობს გენეტიკური უნარების რეალიზებას და პიროვნების წარმატებას ნებისმიერ საქმიანობაში
მოსალოდნელი შედეგები
 მოსწავლეები შეძლებენ სოციალური უნარების განვითარებას სასკოლო პროგრამების დაძლევის პარალელურად.
 შეძლებენ პოზიტიური ურთიერთობების დამყარებას პედაგოგებთან და თანატოლებთან.
 დარწმუნდებიან საკუთარ შესაძლებლობაში და მუდმივად იზრუნებენ მის გაუმჯობესებაზე.
მოსწავლეთა ცოდნის ასაკის, ინტერესებისა და გამოცდილების გათვალისწინება.
მოსწავლეები დაჯილდოვებულნი არიან მუდმივი ინტერესით, შეისწავლონ ახალი, განავითარონ არსებული უნარ- ჩვევები. საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი თვის კარგად წარმოჩენა, ამიტომაც ინტერესი პროექტის მიმართ დიდი იქნება. გარკვეულ გამოცდილებას სოციალური ურთიერთობების სფეროში ფლობენ ამიტომ, პროექტი დაეხმარება საკუთარი წარმოდგენის შეფასება - გადაფასებაში.
სოციალური პროექტისთვის საჭირო რესურსი:
კომპიუტერი, ტელეფონი, ფორმატის ქაღალდი, მარკერი, ცარცი, დაფა.
შეფასება და მონიტორინგი
პროექტის მსვლელობის ეტაპები  შეფასების მეთოდები შეფასების საშუალება/ინსტრუმენტები
პროექტის დასაწყისში ფრონტალური კითხვები,ვერბალური შეფასება ვერბალური კომუნიკაცია
 პროექტის მსვლელობისას თვითშეფასება, ურთიერთშეფასება, რეფლექსია, დაკვირვება.
სახალისო სტიკერები, განმავითარებელი შეფასება
პროექტის დასრულების შემდეგ: თანატოლთა უკუკავშირი, პროექტის ხელმძღვანელისა და დაინტერესებული პედაგოგების უკუკავშირი. განმავითარებელი შეფასება.
აპლოდისმენტები
შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტის მსვლელობისასპროექტის მსვლელობისას ფასდება:
 მოსწავლეთა აქტიურობა/ ჩართულობა .
 ინფორმაციის მოძიების, ჯგუფური მუშაობის, მსჯელობის, პრეზენტაციის უნარ - ჩვევები, კომპიუტერული ტექნოლოგიების ფლობისა და გამოყენების უნარ - ჩვევები.
წინარე ცოდნა
ფლობს ციფრულ ტექნოლოგიებს, მოიძიებს ინფორმაციას, შეუძლია არგუმენტირებული მსჯელობა, იცნობს და იყენებს დისკუსიაში მონაწილეობის წესებს







Комментариев нет:

Отправить комментарий