среда, 11 декабря 2019 г.

სოციალური პროექტის ავტორი : ირიმზე კაპანაძე

სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლა
მიზნობრივი ჯგუფი      VII კლასი
პროექტის დასახელება     ,,რებუსი მუსიკით"
პროექტის შინაარსი
მუსიკალური ნოტების საშუალებით ტექსტის შექმნა
საგანი
მუსიკა
პროექტის განხორციელების ვადები
30.10 – 05.11
მოსწავლეთა ჩართულობა პროექტის იდეის განვითარება დაგეგმვაში განხორციელებაში
მუსიკალური ნოტების შესწავლისას ჯგუფში გაჩნდა იდეა, რომ რებუსი შედგენილიყო მუსიკალური ნოტების გამოყენებით. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი სიტყვები ჩეწერათ ნოტების საშუალებით. ბავშვებმა იმდენად მრავალფეროვანი დავალება მოიტანეს რომ მასწავლებელმა შესთავაზა სოციალური პროექტის განხორციელება.ისინი დიდი ხალისით ჩაერთვნენ ამ საქმიანობაში. საბოლოოდ გადაწყდა არსებული ,,მუსიკალური სიტყვებისაგან“ ტექსტი შეექმნათ იაკობ გოგებაშვილის დედაენის ფორმატით
საგნობრივი სტანდარტი
მუს.VII.1.
ოსწავლეს შეუძლია იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა.
მუს.VII.3.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა დავალების შესრულება მუსიკალურ -კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.
საგნის სწავლა - სწავლებისას , მოსწავლე ჩართული იქნება აქტივობებში, რომლებიც მას შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს.
სოციალური პროექტის მიზნები
სოციალური პროექტი პასუხობს ე.ს.გ. - ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ადეკვატურია იმ ღირებულებების რომელიც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებშია წარმოდგენილი. იგი ხელს უწყობს ინფორმაციის
გადაცემას, დაკვირვების, ანალიზის , აღმოჩენის გზით შემოქმედებითი უნარების განვითარებას, სოციალური კომუნიკაციის ჩვევების გამომუშავებას.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეებში გააღვიძებს საგნის შესწავლას ინტერესს აქტიურს გახდის ბავშვის გონებას და მის შემოქმედებით უნარს. ხელს შეუწყობს კრეატიული იდეების გენერირებას სწავლის ალტერნატიული შესაძლებლობის დანახვას .
მოსწავლეთა ცოდნა ასაკის ინტერესის და გამოცდილების გათვალისწინებით
მათ იციან ნოტების ჩაწერა, პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესი , სწავლა ინოვაციური მეთოდით .განხორციელდა ცოდნის ტრანსფერი.
შეფასება და მონიტორინგი
შეფასების მეთოდები
შფასების საშუალებები და ინსტრუმენტები
პროექტის მსვლელობის ეტაპები
პროექტის საწყისი ეტაპი
წინარე ცოდნის გააქტრიურება, ფრონტალური კითხვები
დაკვირვება
პროექტის მსვლელობა
მოსწავლეებმა ნოტებით ჩაწერეს სიტყვები და წინადადებები
თვითშეფასება ურთიერთშეფასება
პროექტის დასრულება
პრეზენტაცია
მასწავლებელი და მოსწავლე წარმოადგენენ დედაენის ფორმატში შესრულებულ სანოტო ჩანაწერს
კოლეგების უკუკავშირი
დასკვნა : პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებს გაუუმჯობესდებათ დაკვირვების, ინფორმაციის გადაცემის, ანალიზის , ცოდნის ტრანსფერისა და კომუნიკაციის უნარ - ჩვევები. პროექტის მიმდინარეობამ დამანახა ,რომ მოსწავლეები სწრაფად და ხალისით
იღებენ ინოვაციური მეთოდებით მიწოდებულ სასწავლო მასალას. კოლეგების მიერ ,,კრეატიულ იდეად“ შეფასებული პროექტი საინტერესო აღმოჩნდა მათთვის, და გაუჩნდათ იდეა თავადაც გამოეყენებინათ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში




Комментариев нет:

Отправить комментарий