სოციალური პროექტი- ,, ერთად ვაკეთოთ სიკეთე ‘’
სოციალური პროექტის ხელმძღვანელი პირიმზე კაპანაძე
კლასი VII. VIII
სკოლა სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლა
პროექტის თემა,,ერთად ვაკეთოთ სიკეთე’’
განხორციელების ვადები10 დღე
მოსწავლეები განავითარებენაზროვნების მაღალი დონეებს : დაგეგმვა , ორგანიზება , თანამშრომლობა, პრეზენტაცია.
პროექტის მიზანი
●სოფელ სულორში მცხოვრები ადამიანების , რომლებსაც სოციალურად უჭირთ და აქვთ აგრეთვე რთული პირობები, ასეთი ოჯახების მატერიალურად დახმარება.
● მოსწავლეებში სოციალური პასუხისმგებლობის უნარის გამოვლენა და განვითარება.
● პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ინტერვენციების ფარგლებში, მოსწავლეთა სოციალური და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
სამიზნე ჯგუფისოფელში მცხოვრები სოციალურად გაჭირვებული ოჯახი.
პრობლემის/პროექტის აქტუალურობა
მძიმე სოციალური პირობები , სამწუხაროდ არა მხოლოდ ჩვენი სოფლის, არამედ მთელი ქვეყნის პრობლემაა, რაც ნეგატიურად აისახება ადამიანზე საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. სამწუხაროდ, ძალიან ხშირია გულცივობის ფაქტები. ჩვენ ირგვლივ უამრავი მშიერი ბავშვი ცხოვრობს, თუმცა ძალიან იშვიათად თუ ვაიძულებთ თავს, რომ მათი
ცხოვრებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში გარკვეული წვლილი შევიტანოთ. ჩვენ ხშირად სახელმწიფოს ვადანაშაულებთ იმაში, რომ ადამიანები უბრალოდ შიმშილობენ და ლუკმა-პური არ აქვთ და არც ეს მოსაზრებაა აზრს მოკლებული, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თავადაც უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ იმით მაინც დავეხმაროთ ერთმანეთს, რისი საშუალებაც გაგვაჩნია ,მაგ. ტანსაცმლით ,საკვებით თუ სულიერი გამხნევებით ,აღნიშნული პროექტი კი სწორედ მიზნად ისახავს , რომ მოსწავლეებს თავიდანვე განვუვითაროთ ურთიერთდახმარებისა და ერთმანეთის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის უნარები ,ვესაუბროთ მათ ხშირად ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც ძალიან უჭირთ და გამოუვალ მდგომარეობაში არიან .ვასწავლოთ მათ ,რომ გაჭირვებულ ადამიანებს ,თუ როგორ გავუწოდოთ დახმარების ხელი.
პროექტის აქტუალურობა პროექტი აქტუალურია იმიტომ, რომ მას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი და სამომავლოდ შევეცდებით, რომ სიკეთის კეთებაში სხვა კლასების მოსწავლეებიც აქტიურად ჩავრთოთ, რათა გაჭირვებული თანასოფლელისთვის დახმარების გაწევა ჩამოყალიბდეს ერთგვარ კულტურად. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი მიზნად ისახავს ბავშვებში სოციალური უნარების განვითარებას, მისი მთავარი და აგრეთვე მნიშვნელოვანი ის არის , რომ ინტერვენციების დაგეგმა-განხორციელების განმავლობაში, მოსწავლეები სხვადასხვა შემოქმედებით უნარებს განავითარებენ, რაც მათ აუცილებლად გამოადგებათ ცხოვრების მანძილზე.
თემის შინაარსი :პროექტის განხორციელების პერიოდში მოსწავლეები იხელმძღვანელებენ სხვადასხვა რესურსებით, რათა ეფექტურად შეძლონ მიზნის მიღწევა. შეიქმნება დახურული ჯგუფი, სადაც განთავსდება პროექტის მიმდინარეობისას განხორციელებული აქტივობები ,თუ პროდუქტები. მოსწავლეები პროექტის განმავლობაში მოიძიებენ საინტერესო ინფორმაციებსა და სტატისტიკურ მონაცემებს სოფელში მცხოვრები სოციალურად გაჭირვებული ოჯახების რაოდენობის შესახებ. გამოკითხავენ მოსახლეობას, სოფლის გამგებელს და მიღებულ ინფორმაციას დაახარისხებენ, დადებენ დასკვნას, რომლის შემდეგაც დაგეგმავენ და განახორციელებენ ინტერვენციებს. საბოლოო შედეგს კი ღონისძიებაზე წარმოადგენენ სიუჟეტისა და ელექტრონული პრეზენტაციისა. ღონისძიებაზე კი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ძველი ქართული, ხალხური და თანამედროვე სიმღერები მოწვეულები
იქნებიან სოციალურად გაჭირვებული ოჯახები, რომლებსაც იქვე გადაეცემათ ტანსაცმელი , ტკბილეული და პირველადი მოხმარების საგნები.
შესაძლო რისკები, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის განხორციელებას.
● მოსწავლეთა ნაწილის დაბალი მოტივაცია და ნაკლები მზაობა.
● სოფლის განმგებლის პასიურობა და არასაკმარისი ჩართულობა.
●სოციალურად გაჭირვებული ოჯახების მხრიდან ნაკლები გულახდილობა და გახსნილობა.
● ტექნიკური რესურსების გაუმართაობა ღონისძიების დაგეგმვა/განხორციელებისას.
დიფერენცირებული სწავლება
მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და წყვილებად მათი შესაძლებლობების, ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები: ვთხოვ მოსწავლეებს, რომ დამოუკიდებლად იმსჯელონ. წარმოადგინონ პრობლემის მოგვარების თავიანთი ხედვა. იზრუნონ ფუნქცია/მოვალეობათა დელეგირებაზე და გათვალონ შესაძლო რისკ-ფაქტორები. განიხილონ ინტერვენციების ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები და მათი ეფექტურობა. მოიძიონ და შეარჩიონ საჭირო რესურსები. სცადონ მოძიებული და მოპოვებული ინფორმაციების დახარისხება. დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, თუ ვის დაევალოს სამიზნე სტრუქტურებთან.
დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები: ვთხოვ მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების პროცესში და ხელი შეუწყონ თანაკლასელებს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში. რესურსების მოძიებაში. ვთხოვ მათ, რომ იყვნენ ზედამხედველები ამ საქმეში. გარდა ამისა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ფლაერების დარიგებაში.
ინტერვენციები/აქტივობები :
● პრობლემის იდენტიფიცირება და მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა.
● სამუშაო ჯგუფების შექმნა და ფუნქციათა დელეგირება.
● საჭირო რესურსების მოძიება/ორგანიზება. პროექტის ფარგლებში სათანამშრომლოდ კონკრეტული სტრუქტურების შერჩევა.
●სკოლის ადმინისტრაციისთვის პროექტის იდეის გაცნობა და მათი მზაობის განსაზღვრა.
ინტერვენციები/აქტივობები
პირველი ჯგუფი.
● ინტერვიუს კითხვების შედგენა.
● საჭირო სტრუქტურებთან ინტერვიუს მიზნით. გარდა ამისა მოხდება შესაბამისი ფინანსური, თუ ადამიანური რესურსით მხარდაჭერის მიზნითაც.
●ინტერვიუ მოსახელეობასთან (სამიზნე ჯგუფთან) სოფლის გამგებელთან.
● ღონისძიებაზე შესასრულებელი სიმღერების მოძიება და სცენარის შექმნა.
● პროექტის დასრულების შემდეგ წარმოსადგენ სავარაუდო პროდუქტთა ტიპების შერჩევა.
მეორე ჯგუფი.
●გაჭირვებული ოჯახებისთვის გადასაცემი ტანსაცმლის შეგროვება და მათი დახარისხება.
● ინტერვიუ მოსახლეობასთან და მათთვის პროექტის მიზნის გაცნობა. მოსახლეობის ინფორმირება იმის შესახებ, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, შემოწირულობის სახით, თავიანთი წვლილი შეიტანონ თანასოფლელთა დახმარების საქმეში.
● ღონისძიებაზე შესასრულებელი სიმღერების ინტერნეტში მოძიება და
მასწავლებელთან ერთად მათი განხილვა.
● მოპოვებული მასალების(ფოტო, ვიდეო თვისობრივი, რაოდენობრივი) გაცნობა, გადახედვა და შერჩევა პრეზენტაციისთვის და ბროშურებისთვის.
● ,,power point“-ში პრეზენტაციის შექმნა. სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი ოჯახია სოფელში სოციალურად გაჭირვებული.
● საინფორმაციო ბროშურების დამზადება.
● ღონისძიების პრეზენტაცია.
●ღონისძიების ფარგლებში პროექტის წარდგენა სასკოლო თემისთვის და მოწვეული, სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის საჩუქრების გადაცემა.
● თაბახები
●მარკერები
●ფოტო/ვიდეო კამერა
●კომპიუტერი
●ინტერნეტი
●პროექტორი
●პრინტერი
●,,power point” პროგრამა
●აუდიო მაგნიტოფონი და მიკროფონი.
შეფასების ინსტრუმენტები თვითშეფასების კითხვარები, დღიურები, შეფასების რუბრიკები.
შეფასება განმავითარებელი
Комментариев нет:
Отправить комментарий