საგანი -მუსიკა
სოციალური პროექტის დასახელება,, მუსიკა ჩვენს გარშემო“
სკოლა:სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სულორის საჯარო სკოლა
პროექტის ხელმძღვანელი პირიმზე კაპანაძე
საკონტაქტო ინფორმაცია 551 54 74 71
პროექტში მონაწილენი /რაოდენობა :V I II კლასის მოსწავლეები / 6
ვადები / ხანგრძლივობა :1 კვირა 23. 09.2019 -30.09.2019
რისკები : შესაძლოა პროექტს არ ეყოს გათვალისწინებული დრო.
პროექტის აქტუალურობავინაიდან დღესდღეობით პოპულარული გახდა უცხოური სხვადასხვა ჟანრის მუსიკა ,ვფიქრობ აუცილებელია წინ წამოიწიოს ქართული ფოლკლორის მიმართ პატივისცემა და ინტერესი .მნიშვნელოვანია ყველას ვაჩვენოთ და გავაცნოთ თუ რამდენად ღირებული და ფასეულია იგი.
აკადემიური მიზნები:
✓ მოსწავლეებს განუვითაროს სწორი შეფასების უნარი.
✓ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება.
✓ ინფორმაციის მოპოვების, დახარისხების და შესაბამისად გამოყენების უნარის განვითარება.
✓ ტექნოლოგიების გამოყენება როგორც ინფორმაციის მოძიების საშუალება.
აკადემიური აქტივობები: მუს.VIII.4.
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილება .შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე მონაწილეობს პროექტის პროექტის მიზნის განსაზღვრასა და დაგეგმვაში;
მოიძიებს მასალას, ქმნის რესურსს. მუს.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება. შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე : საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეული შთაბეჭდილებებზე.ძირითადი აქტივობები:
✓ პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე მასწავლებელი კლასს გააცნობს თემას და მოკლედ მიმოიხილავს მას.
✓ ჩამოყალიბდება სამოქმედო გეგმა,
✓ მოსწავლეები სხვადასხვა წყაროების გამოყენებით (ლიტერატურა, ინტერნეტი) მოიძიებენ ინფორმაციას ქართული ფოლკლორის შესახებ.
✓ თითოეული მოსწავლე გაეცნობა და შეისწავლის იმ კუთხის ფოლკლორულ შემოქმედებას, რომელთაც შემთხვევითობის პრინციპით აირჩევს. მაგიდაზე განთავსებული იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხის დასახელება.
✓ არჩეულ მაგიდაზე მოსწავლე მოამზადებს პრეზენტაციას.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები
✓ პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების და კრიტიკული აზროვნების უნარი.
✓ გამოუმუშავდებათ პრეზენტაციის უნარი
✓ მოახდენენ მიღებული ცოდნის რეალიზებას ცხოვრებაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий